თანამედროვე ცხოვრების სტილი და უმაღლესი სტანდარტების დანერგვა „ბაგრატიონი დეველოპმენტის“ უცვლელი ხელწერაა.
თანამედროვე ცხოვრების სტილი და უმაღლესი სტანდარტების დანერგვა „ბაგრატიონი დეველოპმენტის“ უცვლელი ხელწერაა. რებრენდინგი არ არის მხოლოდ ვიზუალური ცვლილება - ეს არის გზავნილი, რომ კომპანია ქმნის სივრცეებს, სადაც ინოვაციური მიდგომები, დახვეწილი ესთეტიკა და პრემიუმ კლასის არქიტექტურა ერთიანდება.
ამ სტრატეგიული სიახლეების პარალელურად, კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა ახალი, მასშტაბური პროექტი Elle by Bagrationi, რომლის გაყიდვებიც უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტი ბათუმის ცენტრში
Elle by Bagrationi წარმოადგენს პრემიუმ კლასის საინვესტიციო და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და პერსპექტიულ ლოკაციაზე - გმირთა ხეივანზე (შარტავას ქუჩა) შენდება. ეს ტერიტორია სწრაფად ყალიბდება თანამედროვე ბათუმის მთავარ ურბანულ ჰაბად, სადაც ინოვაცია, ბიზნესი და კომფორტული ცხოვრება ერთ სივრცეში იყრის თავს.
35-სართულიანი კომპლექსი, რომლის დასრულებაც 2030 წლისთვის იგეგმება, გათვლილია როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან საცხოვრებელ საჭიროებებზე. პროექტი მომხმარებლებს სთავაზობს ფუნქციურ დაგეგმარებასა და ბინების მრავალფეროვან არჩევანს. სტუდიო, 1-საძინებლიანი და 2-საძინებლიანი აპარტამენტები იდეალურად ერგება როგორც ინდივიდუალური მყიდველების, ისე ინვესტორების მოთხოვნებს.
კომპანიის რებრენდინგისა და Elle by Bagrationi-ს შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოში წამყვანი ბიზნეს და მარკეტინგული მედიების მიერ მომზადებულ სტატიებში:
- BM.GE: Bagrationi Development-ის ახალი ეტაპი და ახალი პროექტი Elle by Bagrationi შავი ზღვისპირეთში
- Entrepreneur Georgia: „ბაგრატიონი დეველოპმენტის“ ახალი ეტაპი და პროექტი
- Marketer.ge: Elle by Bagrationi — უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კომპანიის ახალი პროექტი