Batumi · Georgia

Elle by Bagrationi — ბათუმის ახალი სიმბოლო

სიახლეებზე დაბრუნება

Elle by Bagrationi — ახალი ერა ბათუმისთვის

Elle by Bagrationi — ბათუმის ახალი სიმბოლო

პროექტის შესახებ

Elle by Bagrationi არის ბაგრატიონი დეველოპმენტის ახალი ამბიციური პროექტი — 35-სართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის მშენებლობაც ბათუმის გმირთა ხეივანზე, შარტავას ქუჩაზეა დაგეგმილი. 

კომპლექსი გამოირჩევა თანამედროვე ფასადის გადაწყვეტებით, გახსნილი სივრცეებით და ყოველ სართულზე პანორამული ხედებით, პრემიუმ ინფრასტრუქტურით და ინოვაციური გადაწყვეტებით. 

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს განრიგის შესაბამისად და 2026 წელს იგეგმება სრული ექსპლუატაციაში გაშვება. პროექტი ასახავს ბაგრატიონი დეველოპმენტის ფილოსოფიას — ყოველი ბინა სახლია, რომელიც გამოირჩევა ხარისხითა და ესთეტიკით.

საინვესტიციო შესაძლებლობა

Elle by Bagrationi გთავაზობთ განსაკუთრებულ ინვესტიციურ შესაძლებლობას ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე. 10%-იანი პირველადი შენატანი და 48 თვიანი 0%-იანი შიდა განვადება ქმნის მაქსიმალურად მოქნილ პირობებს.

 

ბათუმის ტურისტული ზრდისა და UEFA-ს სტადიონის სიახლოვის გათვალისწინებით, მოსალოდნელი წლიური საიჯარო შემოსავალი 10–14%-ს შეადგენს. ქონების ღირებულება პროგნოზირებული ზრდა 25–35%-ია კომპლექსის ექსპლუატაციაში გაშვებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში.

მდებარეობა

კომპლექსის მშენებლობა განსაზღვრულია გმირთა ხეივანზე — ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და სტრატეგიულ ქუჩაზე.

 

ობიექტი UEFA-ს სტადიონიდან მხოლოდ რამდენიმე წუთის სავალ მანძილზეა, ხოლო შავი ზღვის სანაპიროდან კი 5–7 წუთის გასავლელ მანძილზე გმირთა ხეივნის ლოკაცია უზრუნველყოფს განსაკუთრებულ პანორამულ ხედებს ზღვაზე, მთებსა და ქალაქის სილუეტზე, რაც ბინებს განსაკუთრებულ საიჯარო ღირებულებას ანიჭებს.

სხვა სიახლეები

4 მაისი, 2026

Bagrationi Residence — პროექტი წარმატებით დასრულდა

Bagrationi Residence-ის ბოლო ბინები წარმატებ...

სრულად წაკითხვა

დაინტერესდით?
დაგვიკავშირდით

შეავსეთ ფორმა და ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ სასურველ საკომუნიკაციო პლატფორმაზე 24 საათის განმავლობაში.